
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა - ქრისტინე უგრეხელიძემ და ინა ხელაიამ ონლაინ ვიქტორინაში გაიმარჯვეს. ვიქტორინა, სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საენათმეცნიერო წრემ ჩაატარა. გაამარჯვებულ მოსწავლეებს საჩუქრები გადაეცათ.
„მიხარია, რომ სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ქსუ-ის საენათმეცნიერო წრის მიერ ჩატარებულ ონლაინ ვიქტორინაში გამარჯვებული გამოვლინდა ჩვენი სკოლის ორი მეათე კლასის მოსწავლე: უგრეხელიძე ქრისტინე და ინა ხელაია. (ქართული ენისა და ლიტ-რის მასწავლებელი ფ.ფანჩულიძე). უნივერსიტეტიდან წარმომადგენელმა ქალბატონმა ანა ჯიქიამ მათ გადასცა სამახსოვრო საჩუქრები“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები