თბილისის N133 საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლეებმა ხელოვნების გაკვეთილზე სკოლის ეზო მოხატეს
10-06-2021

თბილისის N133 საჯარო სკოლის IIკლასის მოსწავლეებმა 1 ივნისისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სკოლის ეზოში თემაზე „ბედნიერი ბავშვობა“ აქტივობა განახორციელეს.

კლასის დამრიგებელი თამარ ხორბალაძეა, აქტივობა კი ხელოვნების გაკვეთილზე, პედაგოგ მარიკა დემეტრაძის ხელმძღვანელობით შედგა.

მოსწავლეებმა საკუთარი ჩანაფიქრი და შთაბეჭდილებები ფერადი ცარცის გამოყენებით გადმოსცეს. ბავშვებმა ღია სივრცეში იმუშავეს ჯგუფურად და ხაზების, ფერების და სხვადასხვა ფორმებით საინტერესო ნამუშევრები შექმნეს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203