თბილისის N120 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ნატა ჩხეიძემ სასწავლო შემოქმედებით კონფერენციაზე სიგელი დაიმსახურა
10-06-2021

თბილისის N120 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ნატა ჩხეიძე სასწავლო შემოქმედებით კონფერენციაზე წარსდგა. მან იმუშავა თემაზე - „რეალობიდან გაქცევა და ოცნების ქვეყანაში გადასახლება“ ( მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა „კურდღლის“ მიხედვით). მოსწავლემ ნაშრომი უმაღლეს ქულაზე დაიცვა და სიგელი დაიმსახურა. დირექცია ულოცავს ნატას ამ წარმატებას.

„თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა) იპ მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ინიციატივით 74-ე სასწავლო შემოქმედებითი კონფერენცია ჩატარდა. ქართული და მსოფლიო ენათმეცნიერებისა და ლიტერატურის სექციაში მონაწილეობა მიიღო XI2 კლასის მოსწავლე ნატა ჩხეიძემ (პედაგოგი მაია ახობაძე), რომელმაც დაამუშავა თემა: „რეალობიდან გაქცევა და ოცნების ქვეყანაში გადასახლება“ ( მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა „კურდღლის“ მიხედვით).

ნაშრომი 80 ქულიდან შეფასდა 72 ქულით, ნაშრომის დაცვაზე კი მისი გამოსვლა შეფასდა უმაღლესი 20 ქულით, ჯამში ნატამ დააგროვა 92 ქულა და გადაეცა სიგელი.

ნატა ჩხეიძეს ვულოცავთ ამ წარმატებას და შემდგომშიც ვუსურვებთ მრავალ გამარჯვებას!“-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203