ხორშის საჯარო სკოლაში ნინოობას საინტერესო გაკვეთილი მიეძღვნა
10-06-2021

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორშის საჯარო სკოლაში ნინოობა აღნიშნეს.

სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა უმცროსკლასელებს დღესასწაული მიულოცეს და წმინდანის მოწამეობრივი ცხოვრების გზა გააცნეს. მათთან ერთად გაიხსენეს წმინდანისადმი მიძღვნილი ლექსები.

გაკვეთილზე უმცროსკლასელები აქტიურობდნენ და თემის გარშემო დაინტერესებას გამოხატავდნენ.

1-ლი ივნისი წმიდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეა და ამ დღეს საქართველოში ნინოობა აღინიშნება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203