სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა
10-06-2021
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლაში 18 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით ჩატარდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეული.

კვირეულის თემები იყო:

  • რა არის თავისუფლება?
  • დამოუკიდებლობის მნიშვნელობა;
  • რატომ მინდა ჩემი ქვეყანა იყოს დამოუკიდებელი?
სკოლის საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრაზე გაერთიანებულმა მასწავლებლებმა აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით საბაზო და საშუალო საფეხურებზე საუბრები და დისკუსიები ჩაატარეს.

მოსწავლეებმა შექმნეს პოსტერი, მოეწყო ნახატების გამოფენა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203