თელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სპორტულ-გასართობ შეჯიბრში პირველი ადგილი დაიკავეს
09-06-2021

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თელის საჯარო სკოლაში ზრუნავენ მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებაზე და საამისოდ, ბევრ სახალისო აქტივობითაც ანებივრებენ მათ.

სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ-გასართობ შეჯიბრებებში წარმატებული ასპარეზობითაც გამოირჩევიან. სწორედ ამის დასტურია მათი ბოლო მიღწევაც.

თელის საჯარო სკოლის გუნდმა პირველი ადგილი აიღო „მხიარულ სტარტებში“. სკოლა ამაყობს მოსწავლეთა მიღწევით და წარმატებას უსურვებს მათ.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203