სპასოვკის N1 საჯარო სკოლა წარმატებული მოსწავლეებითა და კურსდამთავრებულებით ამაყობს
09-06-2021
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკის N1 საჯარო სკოლა ამაყობს წარმატებული მოსწავლეებითა და კურსდამთავრებულებით.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სკოლის მოსწავლეების შედეგები მუდმივად საამაყო იყო. მათი ინფორმაციით, საბაზო საფეხურის საუკეთესო შედეგებით დამთავრებისთვის კომპიუტერით დაჯილდოვდა ნათია ვანაძე.
ხოლო გასულ წელს სკოლა მედალზე დაამთავრეს თამარ ივანაძემ და გელა ბერაძემ, რომლებიც მედლებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სავარაუდოდ 2021 წლის სექტემბრამდე გადასცემს.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია