ძევრის საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებმა ცნობილი მოთხრობის მოდერნიზებული ვერსია დადგეს
09-06-2021
უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
მრავალფეროვანი გარემოს შესაქმნელად პედაგოგი მოსწავლეების მონაწილეობით სხვადასხვა შემოქმედებით აქტივობას ატარებენ. ამჯერად მეორე კლასის მოსწავლეების მონაწილეობით ჩატარდა ცნობილი ლიტერატურული ზღაპირის - „ჭიანჭველა და რწყილის“ მოდერნიზებული ვარიანტი. მოსწავლეების მიერ დადგმულ სპექტაკლს დიდი ოვაციები და მოწონება მოჰყვა სასწკოლო საზოგადოებაში.
აღსანიშნავია, რომ აქტივობა ღია სივრცეში გაიმართა და ზედმიწევნით იყო დაცული „კოვიდ“ რეგულაციები.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია