ზესტაფონის N4 საჯარო სკოლას 8 მედლის კანდიდატი ჰყავს, მათგან 5 ოქროს და 3 ვერცხლის მედალზეა წარდგენილი. სკოლა ამაყობს და წარმატებებს უსურვებს მოსწავლეებს.გაიცანით წარმატებული კურსდამთავრებულები:
- ნიკა კობახიძე - ოქრო;
- გიორგი სარალიძე - ოქრო;
- ტატო ფიქრიშვილი - ოქრო;
- თამუნა ქურციკიძე - ოქრო;
- მარიამ მიქაბერიძე - ოქრო;
- სალომე კამლაძე - ვერცხლი;
- გიორგი ფოცხვერაშვილი - ვერცხლი;
- ფიქრია გურჯიძე - ვერცხლი.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.