საძელის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება იზეიმეს
09-06-2021
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საძელის საჯარო სკოლაში პირველი კლასის მოსწავლეებმა წარმატებით დაასრულეს 2020-2021 სასწავლო წელი.
სკოლის დასრულება საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა, პედაგოგის ორგანიზებით მოსწავლეებმა დადგეს მინი სპექტაკლი, შეაჯამეს განვლილი წელი და სხვადასხვა სახალისო აქტივობა ჩაატრეს.
საძელის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს პირველ კლასის წარმატებით დასრულებას ულოცავეენ.