წეროვნის N2 საჯარო სკოლაში ქვეყნის ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს აქტიურად აღნიშნავენ
09-06-2021

მცხეთის მუნიციპალიტეტის, წეროვნის N2 საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.

წეროვნის N2 საჯარო სკოლაში არასოდეს ივიწყებენ ისეთ თარიღებს, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ამის დასტურია მე-4 კლასში  9 აპრილთან დაკავშირებით ჩატარებული ღონისძიება, რომლის ხელმძღვანელი გახლდათ ირმა ხუნდაძ.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ კი ქვეყანაში ეროვნული მოძრაობა გაძლიერდა, გასაბჭოების აქტი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციად იქნა ცნობილი და დაინიშნა უზენაესი საბჭოს არჩევნები.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203