თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლე კიკბოქსინგში საქართველოს ჩემპიონი გახდა
09-06-2021

თბილისის N103 საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ,  სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა და აქტიურად არიან ჩართულები სპორტულ საქმიანობაში.

თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უამრავი გამარჯვება აქვთ მოპოვებული. ამის ერთ-ერთი დასტურია X „ბ“ კლასის მოსწავლის - რაფო შამოევის მონაწილეობა საქართველოს ჩემპიონატში კიკბოქსინგში, სადაც 2005 წელს დაბადებულ 300 მონაწილეს შორის, პირველი ადგილი დაიკავა და გახდა საქართველოს ჩემპიონი. რაფო შამოევი ​ დაჯილდოვდა დიპლომითა და მედლით.

„N103 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ულოცავენ ამ დიდ გამარჯვებას და უსურვებენ უამრავ წარმატებას სპორტულ კარიერაში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.


იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203