
პანდემიის გამო, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. არც ისაა მარტივი, ასეთ ვითარებაში საკუთარ პროფესიას ბოლომდე უერთგულო, თუმცა, ჩვენი პედაგოგები დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებულები, თავს არ ზოგავენ - მოსწავლეებს მისცენ ხარისხიანი განათლება. სწორედ ასეთი თავდადების მაგალითია ახალქალაქის N4 საჯარო სკოლა, სადაც სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს.
მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა. ამის დასტურია ის, რომ ახალქალაქის N4 საჯარო სკოლას ოქროს მედლის 3 და ვერცხლის მედლის 2 კანდიდატი ჰყავს.
ახალქალაქის N4 საჯარო სკოლის ოქროს მედლის კანდიდატები არიან: ნაირა მკოიანი, ჯულეტა ოღოიანი, მარტინ პალანჯიანი. ვერცხლის მედლის კანდიდატები კი გახლავთ: შოღიკ თათარიანი და თათევიკ თუმასიანი.