ოფურჩხეთის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებისთვის 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა
09-06-2021

პანდემიის გამო, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. არც ისაა მარტივი, ასეთ ვითარებაში საკუთარ პროფესიას ბოლომდე უერთგულო, თუმცა, ჩვენი პედაგოგები დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებულები, თავს არ ზოგავენ - მოსწავლეებს მისცენ ხარისხიანი განათლება. სწორედ ასეთი თავდადების მაგალითია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, ოფურჩხეთის საჯარო სკოლა, სადაც სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს.

მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.

2020-2021 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა ოფურჩხეთის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებისთვის. „სიამაყით აღვნიშნავთ, რომ გვყავს მედალოსნები: ანი​ წიწილაშვილი ​(ოქროს მედალი), ნინო ჯანელიძე (ვერცხლის მედალი). ოფურჩხეთის საჯარო სკოლის პედკოლექტივი ულოცავს მათ სკოლის წარჩინებით დამთავრებას და უსურვებს წინსვლას ცხოვრების ახალ ეტაპზე“, - აღნიშნულია ოფურჩხეთის საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფრომაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203