„წარმატებას ვუსურვებ ჩემი სკოლის შვიდეულს“- ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლის დირექტორი კურსდამთავრებულებს მიმართავს
09-06-2021
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის დირექტორი კურსდამთავრებულებს წარმატებებს უსურვებს.

„განახლების საჯარო სკოლა წარმატებით დაასრულა შვიდმა მოსწავლემ. მათ შორის ერთმა - ზურაბ ბოლქვაძემ ოქროს მედალზე.

მიუხედავად შექმნილი სიტუაციისა, პანდემიიდან და დისტანციური სწავლებიდან გამომდინარე მათ მაინც შეძლეს გამკლავებოდნენ შექმნილ სიტუაციას.

წარმატებებს ვუსურვებ ყველა კურსდამთავრებულს და მათ შორის ჩემი სკოლის შვიდეულს. მჯერა რომ როგორც წინა წლებში, წელსაც კარგ შედეგებს დადებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე“, -  სკოლა და დირექტორი ლიანა ბოლქვაძე
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203