წინწყაროს საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები - მელანო ლომინაძე და თეონა ჭელიძე ვერცხლის მედლის კანდიდატები არიან
09-06-2021
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროს საჯარო სკოლას წელს ორი ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებული მოსწავლე ჰყავს. 

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ვერცხლის მედლის კანდიდატად წარდგენილნი არიან მელანო ლომინაძე და თეონა ჭელიძე.

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203