„სიკეთით, სიხარულით და წარმატებებით სავსე ცხოვრებას გისურვებთ!“ - მარნეულის N6 საჯარო სკოლის მასწავლებლები მე-12 კლასის მოსწავლეებს დაემშვიდობნენ
09-06-2021

მარნეულის N6 საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ ოცდამეთოთხმეტედ დაირეკა. მასწავლებლები საყვარელ მოსწავლეებს დაემშვიდობნენ და ცხოვრების ახალ ეტაპზე გზა დაულოცეს.

„ცხოვრებაში არის მნიშვნელოვანი დღეები, რომელთა შორის დაუვიწყარია სკოლის ბოლო ზარი!!! მარნეულის N6 საჯარო სკოლაში ოცდამეთოთხმეტედ შედგა ეს ლამაზი, ფერებითა და ემოციებით სავსე დღე!

სკოლამ ჩვეული სიყვარულით გააცილა კურსდამთავრებულები და დაულოცა მათ მომავალში სავალი გზები!!!

აქაც კიდევ ერთხელ გილოცავთ ჩვენო ძვირფასებო, სიკეთით, სიხარულით და წარმატებებით სავსე ცხოვრებას გისურვებთ! იოცნებეთ, დაისახეთ მიზნები, მოინდომეთ შეუძლებელი და თამამად დაიწყეთ მათ ასასრულებლად შრომა! თქვენ ამ ქვეყნის ხვალინდელი დღე ხართ, დღე რომელმაც წინსვლა და აყვავება უნდა მოიტანოს. თქვენ არ იცით, როგორ ძალიან გვიყვარვართ და როგორ ვამაყობთ თქვენით!

გილოცავთ!“-წერია სკოლის დირექციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203