თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეები მნიშვნელოვან თარიღებს აქტიურად აღნიშნავენ
09-06-2021
თბილისის N103 საჯარო სკოლაში აქტიურად აღნიშნავენ მნიშვნელოვან თარიღებს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის დღე და ნინოობა აღნიშნეს.
„IIა კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი დალი კიკნაძე) სხვადასხვა აქტივობებით აღნიშნეს ბავშვთა დაცვის დღე და ნინოობა, ვირტუალურად იმოგზაურეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, შთაბეჭდილებები ნახატებში გადმოსცეს, ხოლო სურვილები ნატვრის ხეს გაუზიარეს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია