„ბავშვებსაც გვაქვს უფლებები და მოვალეობები“ - თელავის N5 სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს
09-06-2021

„ბავშვებსაც გვაქვს უფლებები და მოვალეობები“ - აღნიშნული პროექტის ფარგლებში თელავის N5 საჯარო სკოლის მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეებმა საკუთარი უფლებების გაცნობისა და გააზრებისთვის სხვადასხვა აქტივობა განახორციელეს.

საგან მე და საზოგადოების გაკვეთილებზე მოსწავლეები გაეცნენ ბავშვის უფლებათა კონვენციას, ბავშვის უფლებებთან დაკავშირებით მოაწყვეს ფილმების ჩვენება და განხილეს. მათ ისაუბრეს საკუთარ გამოცდილებაზე, მოუსმინეს მეგობრებს, იმსჯელეს და დაასახელეს პრობლემების მოგვარების გზები.

პროექტის დასასრულს, მოსწავლეებმა მოხატეს სკოლის ეზო.

პროექტი მიეძღვნა ბავშვის უფლებათა დაცვის დღეს. მოსწავლეებს პედაგოგი ზეინაბ კაკალაშვილი ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203