მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის ბოლოს მხიარული სტარტები გაიმართა.
„მხიარულმა სტარტებმა ჩვენს სკოლას ძველი ჟრიამული დაუბრუნა. ასეთი განწყობით ვეგებებით არდადეგებს.
შაუმიანის N2 საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის მასწავლებელს, მარგარიტა რესტევანიანს ასეთი მხიარული და საინტერესო კონკურსის ორგანიზებისთვის“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში
იხილეთ ფოტო-ვიდეო მასალა: