„მე ვიცი და ვიცავ ჩემს უფლებებს“ - შაშიანის და ვაჩნაძიანის საჯარო სკოლების მოსწავლეები შემეცნებით და სტრატეგიულ თამაშებში მონაწილეობდნენ
09-06-2021

პროექტის „მე ვიცი და ვიცავ ჩემს უფლებებს“ ფარგლებში თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის 7 სოფლის სკოლის მოსწავლეებისთვის ერთობლივი შემეცნებითი და სტატეგიული თამაშები გაიმართა. თამაშებში აქტიურად იყვნენ ჩართული გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანის საჯარო სკოლისა და სოფელ ვაჩნაძიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები.

თამაშებში ასევე ჩართული იყვნენ კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორ-გამომძიებლები, მანდატურები, სკოლის წარმომადგენლები, სამოქალაქო განათლების პედაგოგები და 150 მოზარდი.

„ახალი, საინტერესო, სახალისო და მიზნობრივი აქტივობა, რომელმაც კმაყოფილი დატოვა მასში ჩართული ყველა მხარე...ჩვენ ვიცით და ვიცავთ ჩვენს უფლებებს...

მსგავსი ერთობლივი ღონისძიებებები მიზნად ისახავს სამართალდამცავებსა და მოზარდებს შორის ნდობის გაღრმავებას, გუნდში მუშაობისა და არაძალადობრივი კომუნიკაციის კომპეტენციების განვითარებას.

პროექტი „მე ვიცი და ვიცავ ჩემს უფლებებს“, ხორციელდება PH international - „სკოლის, საზოგადოების და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამის „ (SCOPE) ფარგლებში, აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203