გაუწყინარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სახალისო აქტივობებით აღნიშნეს
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გაუწყინარის საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასის მოსწავლეების მონაწილეობით ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნა. ღონისძიების ორგანიზატორმა პედაგოგმა სალომე დუნდუამ და დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა მხიარულად მიულოცეს თანატოლებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. მოსწავლეები ამ დღესთან დაკავშირებით სახალისო აქტივობებში ჩაერთვნენ.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე დააწესა 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ. 1950 წლიდან აღინიშნება ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.
გადადით ბმული: იხილეთ ვიდეო: