ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ აქტიურად ჩაერთვნენ
09-06-2021
2021 წელს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ონლაინ რეჟიმში გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში.

მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატში ხალისითა და ინტერესით ჩაერთვნენ.

კონკურსი კვლავაც სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველ ეტაპზე ტესტირებები კლასების მიხედვით მიმდინარეობს, მეორე ეტაპზე გადასული მოსწავლეები ერთმანეთს „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოპოვებაში შეეჯიბრებიან. ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა მოსწავლე „ეტალონისგან“ სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდება.

კონკურსი სრულად დისტანციურ რეჟიმში წარიმართება და მოსწავლეს, შესაბამისი რეგისტრაციის შემდეგ ტესტირებისთვის განკუთვნილ დროის პერიოდში, ტესტის გავლა ნებისმიერი ადგილიდან, მისთვის მოსახერხებელი ტექნიკური მოწყობილობით შეუძლია.

ტრადიციული, დასკვნითი ღონისძიება ასევე დისტანციურ რეჟიმში, ივლისში გაიმართება. ღონისძიებას პროექტის ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება, მონაწილეები კი კონკურსში ვიდეოპლატფორმის საშუალებით მუნიციპალიტეტების რესურსცენტრებიდან ჩაერთვებიან. გამარჯვებული სამეული საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაწესებული სასაჩუქრე ვაუჩერებით დაჯილდოვდება.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203