„აურზაური ანბანეთში“ და პირველკლასელთა დასამახსოვრებელი „გაცილება“ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში
09-06-2021

ანი, ბანი, განი, ქართული ანბანი - ფერადი და დასამახსოვრებელი „გაცილება“ მოუწყეს პირველკლასელებს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში და პატარებისთვის „აურზაური ანბანეთში“ სასიამოვნო მოგონებად აქციეს.

სპეციალურად ამ დღეს, სკოლის ეზოც განსაკუთრებულად მორთეს, პატარებისთვის მოწყობილ სცენაზე კი ანბანის ასოები „მოაბნიეს“. სცენაზე ბავშვებს შემოქმედებითი ნიჭის გამოსავლენად ასპარეზიც დაუთმეს, მათმა წარმოდგენამ კი მაყურებელი მოხიბლა.

სასწავლო წლის დასასრულთან ერთად, პირველი კლასის მოსწავლეებმა სიმღერით, სიხალისით და სიფერადით გააცილეს ქართული ანბანი და სკოლას მომავალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობნენ.

მასწავლებელმა მოსწავლეებს ბევრი კეთილი სურვილი გაატანა და სასიამოვნო არდადეგების გატარება უსურვა - „გვიყვარხართ და მოგვენატრებით“.

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში ყოველთვის ზრუნავენ, მოსწავლეებს დაუვიწყარი დღესასწაულები მოუწყონ და მათი სასკოლო კალენდარი უამრავ დასამახსოვრებელ ღონისძიებას აღრიცხავს. სკოლა მოსწავლეებს მომავალშიც ბევრ ფერად დღეს ჰპირდება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203