„26 მაისი - გზა თავისუფლებამდე“ - ჭანდარის საჯარო სკოლაში კონფერენცია ჩატარდა
09-06-2021

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჭანდარის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნას ყოველთვის უერთდებიან და მათი სასკოლო კალენდარი უამრავ დასამახსოვრებელ ღონისძიებას აღრიცხავს.

სკოლის მასწავლებლები ცდილობენ მოსწავლეებს სასწავლო მასალა საინტერესო აქტივობებით დაამახსოვრონ. ერთ-ერთი ასეთი დღე სკოლაში 26 მაისი იყო. 

„26 მაისი - გზა თავისუფლებამდე“ - ამ თემაზე გამართეს კონფერენცია და ასე გამოეხმაურნენ ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას ჭანდარის საჯარო სკოლის მოსწავლეები.

კონფერენცია ძალიან საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა,  მოსწავლეებმა შექება დაიმსახურეს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203