
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშნის საჯარო სკოლა მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნას ყოველთვის უერთდება და მოსწავლეებს დასამახსოვრებელი ღონისძიებებითაც ხშირად ანებივრებს.
ახაშნის საჯარო სკოლაში, რა თქმა უნდა, არც ბავშვთა დაცვის დღე გამორჩენიათ და 1 ივნისი სკოლის ეზოში, ხალისიანად აღნიშნეს. სახალისო აქტივობებში დაწყებითი კლასის მოსწავლეები ჩაერთვნენ და ამ ფორმით, თანატოლებსაც მიულოცეს ეს დღე.
სკოლა მოსწავლეებს ბავშვთა დაცვის დღეს ულოცავს და კეთილ სურვილებსაც არ იშურებს: „უღრუბლო ცას და ხალისიან, უზრუნველ ბავშვობას გისურვებთ, პატარებო“.
აღსანიშნავია, რომ პირველად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1950 წლის 1 ივნისს იზეიმეს, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნება.
ამ დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი არ აქვს, ეს დღე შეხსენებაა იმისა, რომ ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს, სადაც მას სრულყოფილი განათლებისა და ყველა საჭირო სიკეთის მიღება შეუძლია.
იხილეთ ფოტოები: