ხარაგულის N2 საჯარო სკოლაში დღე დილის გამამხნევებელი ვარჯიშით იწყება
09-06-2021

ხარაგაულის N2 საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ, სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა და რაც მთავრია, ხარაგაულის N2 საჯარო სკოლაში მიაჩნიათ, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესი ჯანმრთელი მომავლის საწინდარია.

სწორედ აქედან გამომდინარე, პროექტის - „ჯანსაღი ცხოვრება-ჯანმრთელი მომავლის“ ფარგლებში, აპრილიდან ყოველდღე, ხარაგაულის N2 საჯარო სკოლაში დილის გამამხნევებელი ვარჯიშები ტარდება, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად მოქმედებს. 



იხილეთ ვიდეო: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203