ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები ერთმანეთს მკლავჭიდში შეეჯიბრნენ
09-06-2021

პანდემიის გამო, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. არც ისაა მარტივი, ასეთ ვითარებაში საკუთარ პროფესიას ბოლომდე უერთგულო, თუმცა, ჩვენი პედაგოგები დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებულები, თავს არ ზოგავენ - მოსწავლეებს მისცენ ხარისხიანი განათლება. სწორედ ასეთი თავდადების მაგალითია ხარაგაულის N2  სკოლა, სადაც სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს.

მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ, სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა და სპორტულ აქტივობებშიც დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ.

პროექტის - „ჯანსაღი ცხოვრება-ჯანმრთელი მომავლის“  ფარგლებში, ხარაგაულის N2 საჯარო სკოლაში მორიგი სპორტული აქტივობა გაიმართა. მკლავჭიდში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მოსწავლეები და მასწავლებლები. გამარჯვებულები კი დაჯილდოვდებიან სიგელებით, პროექტის დახურვის ცერემონიალზე.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203