მუკუზნის საჯარო სკოლის მოსწავლეები ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ
09-06-2021

პანდემიის გამო, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. არც ისაა მარტივი, ასეთ ვითარებაში საკუთარ პროფესიას ბოლომდე უერთგულო, თუმცა, ჩვენი პედაგოგები დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებულები, თავს არ ზოგავენ - მოსწავლეებს მისცენ ხარისხიანი განათლება. სწორედ ასეთი თავდადების მაგალითია გურჯაანის მუნიციპალიტეტის, მუკუზნის საჯარო სკოლა, სადაც სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს.

მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.

მუკუზნის საჯარო სკოლამ მიიღო რესურსცენტრის გამოწვევა -  „გაეცანი შენი კუთხის ღირსშესანიშნაობებს და ეწვიე მუზეუმს“; სწორედ ამ აქტივობის ფარგლებში, მეხუთე კლასის მოსწავლეები ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბავშვებზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203