მუხურის თემის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებს პირველმა მასწავლებელმა ნანა გუჯეჯიანმა გზა დაულოცა
09-06-2021

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის, მუხურის თემის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.

განსაკუთრებით შთამბეჭდავია ეს ყველაფერი მეოთხეკლასელებისთვის, რომლებმაც, უსაყვარლეს მასწავლებელთან ერთად, პანდემიური პერიოდი, ონლაინ-გაკვეთილები და წერტილოვანი შეზღუდვების თავისებურებები გაიარეს და ახლაც, არცთუ მარტივ ვითარებაში უწევთ დამშვიდობება მასწავლებელთან.

დიდი სიყვარულით გააცილა მუხურის თემის საჯარო სკოლამ მეოთხელკლასელები და მოუთმენლად დაელოდება 15 სექტემბერს - როცა უკვე გაზრდილები, თუმცა ისეთივე საყვარლები კვლავ გადააბიჯებენ საკლასო ოთხის ზღურბლს. 

თავის მხრივ კი ბავშვები ღონსიძიებით დაემშვიდობნენ მშობლიურ სკოლას, მოსწავლეები მრავალფეროვანი რეპერტუარით წარდგნენ დამსწრე საზოგადოების წინაშე და დიდი მოწონებაც დაიმსახურეს. პატარებს გზა დაულოცა კლასის ხელმძღვანელმა, ნანა გუჯეჯიანმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203