ყვავილების დღესასწაული​ მათხოჯის საჯარო სკოლაში 
09-06-2021
ვარლამ ძიძიგურის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ მათხოჯის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა, კლასის ხელმძღვანელის ირმა ძიძიგურის დახმარებით, ყვავილების დღესასწაული აღნიშნეს. 

მოსწავლეებმა გააცილეს გაზაფხული და მხიარულად შეეგებნენ თავგადასავლებით სავსე ზაფხულს. ღონისძიების სლოგანი გახლდათ: „მაშ, მშვიდობით, სკოლებო, გამარჯობა, გზებო, საქართველოს გორებო, საქართველოს მთებო!“ პანდემიის გამო არსებული რეკომენდაციის გათვალისწინებით ღონისძიება მცირე ფორმატით გაიმართა.

პატარებმა განასახიერეს ყვავილები, ლექსებით შეამკეს ისინი, მხიარულ ზაფხულსაც უმღერეს და ბოლოს კლასის ხელმძღვანელმა ირმა ძიძიგურმა მესამეკლასელი ყოჩაღი გოგო-ბიჭები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა სწავლაში გამოჩენილი აქტიურობისათვის.

იხილეთ ფოტო - ვიდეო მასალა: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203