
გურჯაანის მუნიციპალიტეტის კაჭრეთის საჯარო სკოლაში მე-10 კლასის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მხატვრულ -მუსიკალური კომპოზიცია - „მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია - სამშობლოს თავისუფლებისათვის მებრძოლი გმირები“ წარადგინეს.
ღონისძიების ხელმძღვანელი მასწავლებელი მედეა ზაქარიაშვილი; მუსიკალურად გააფორმა ეკა კუპრავიშვილმა.
ღონისძიება საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეებმა ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.
ზუსტად 103 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა.
საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.