
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
პედაგოგებმა მოსწავლეებმა ბავშვის უფლებათა კონვენციის შესახებ ისაუბრეს და ბავშვები საინტერესო და სახალისო აქტივობებში ჩართეს.
აღსანიშნავია, რომ პირველად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1950 წლის 1 ივნისს იზეიმეს, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნება.
ამ დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი არ აქვს, ეს დღე შეხსენებაა იმისა, რომ ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს, სადაც მას სრულყოფილი განათლებისა და ყველა საჭირო სიკეთის მიღება შეუძლია.
იხილეთ ფოტოები