ზვარეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თანატოლებს ბავშვთა დაცვის დღე საკუთარი ნახატით მიულოცეს
09-06-2021

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. 

ეს დღე ზვარეს საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა თანატოლებს საკუთარი ნახატით მიულოცეს.

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს 1 ივნისს კიდევ ერთხელ ულოცავენ.

„გილოცავთ, პატარებო, ბედნიერი მომავალი გქონოდეთ!“,- აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ პირველად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1950 წლის 1 ივნისს იზეიმეს, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნება. 

ამ დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი არ აქვს, ეს დღე შეხსენებაა იმისა, რომ ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს, სადაც მას სრულყოფილი განათლებისა და ყველა საჭირო სიკეთის მიღება შეუძლია.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203