სამთაწყაროს საჯარო სკოლის მოსწავლეები 2022 წლის სასკოლო სპორტული ოლიმპიადისთვის ემზადებიან
09-06-2021
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში აქტიური ყურადღება ექცევა ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებას. აღნიშნული მიზნით სკოლაში ხშირად იმართება სპორტული აქტივობები.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სამთაწყაროში გაიმართა მოსამზადებელი თამაშები ბადმინტონში. სკოლა აქტიურად ემზადება 2022 წლის სასკოლო სპორტული ოლიმპიადისთვის.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია