დღვანის საჯარო სკოლის მოსწავლე მიხეილ ფუტკარაძე ვერცხლის მედლის კანდიდატია
09-06-2021
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დღვანის საჯარო სკოლა სკოლის წარმატებით დასრულებას და ვერცხლის მედალოსნობის კანდიდატად დასახელებას ულოცავს საამაყო მოსწავლეს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ყოველთვის ამაყობენ წარმატებული მოსწავლეებით, რომლებიც ოქროსა და ვერცხლის მედლებზე ამთავრებდნენ სწავლას.
„ბოლო რამდენიმე წელია დღვანის საჯარო სკოლას ჰყავს რამდენიმე ოქროს და ვერცხლის მედალოსანი ამ სასწავლო წელს მხოლოდ ერთი ვერცხლის მედალოსანი მყავს - მიხეილ ფუტკარაძე. დღვანის საჯარო სკოლა ულოცავს ამ წარმატებას, ასევე უსურვებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას სკოლის ყველა აბიტურიენტს“- აღნიშნავს სკოლის დირექტორი გულნაზ ფუტკარაძე.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს