„ვისწავლე რა იყო მეგობრობა, სიყვარული, პატივისცემა და ეს ჩვენი მასწავლებლების დამსახურებაა“-დედოფლისწყაროს N2 სკოლის მეთორმეტეკლასელის ემოციური წერილი
09-06-2021

დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლა მეთორმეტეკლასელებს გამოეთხოვა. სკოლის დასრულება ემოციური იყო მოსწავლეებისთვის. გთავაზობთ, მე-12 კლასის  ერთ-ერთი მოსწავლის ლიკა შონიას წერილს, სადაც იმ სითბოსა და სიყვარულზე საუბრობს რომელიც სწავლის პერიოში გრძნობდა მისი კლასელებისა და მასწავლებლებისგან. 

„როდესაც პატარა ვიყავი, სულ ვფიქრობდი იმ დღეზე, როცა სკოლას დავამთავრებდი, რა განცდა მექნებოდა და ვერ ვხვდებოდი, თუ რა იყო ეს. ახლა როცა ეს დრო დადგა, თავს სულ სხვანაირად ვგრძნობ და ვაანალიზებ, რომ შემდეგ წელს აღარ მივალ სკოლაში და აღარ შევალ ჩემს კლასში. მართლა რთულია ამაზე ფიქრი და იმაზეც რომ სულ ახალ ცხოვრებას იწყებ, მეორე ეტაპზე გადახვედი და იცი, რომ შენს კლასელებს ვერ ნახავ ყოველ დღე. მათზე მინდა ვთქვა, რომ ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შემოიტანეს და მადლობა მათ ამისთვის. ის სითბო, რომელიც მათგან მივიღე არასდროს დამავიწყდება. ჩემი მეორე სკოლაში გადასვლის დღიდან ვისწავლე რა იყო მეგობრობა, გვერდში დგომა, სიყვარული, პატივისცემა და ეს რა თქმა უნდა, ჩვენი ღირსეული მასწავლებლების დამსახურებაა. მინდა თითოეულ მათგანს მადლობა გადავუხადო იმ ბედნიერი წლებისთვის, რომელიც მათ მაჩუქეს და ასევე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, ჩემი კლასის დამრიგებელს, ლალი პოპიაშვილს, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ჩემი და ჩემი კლასის უკეთ განვითარებაში. სწორედ მისი დამსახურებაა ყველაფერი ის, რაც გვაქვს და ვინც ვართ დღეს და ამას ძალიან ვაფასებ. ახლა მივხვდი რა ბედნიერებაა თქვენთან ერთად გატარებული ყოველი წუთი, რომელიც ბოლომდე უნდა შემეგრძნო იმ დროს, როცა თქვენი სკოლის მოსწავლე ვიყავი. საბოლოოდ მინდა ყველას დაგემშვიდობოთ და გულწრფელად გითხრათ, რომ მიყვარხართ და უზომოდ მომენატრებით“, - აღნიშნავს ლიკა შონიანი.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203