ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლის ნაშრომი დედამიწის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ყველაზე ორიგინალურად დასახელდა
09-06-2021
ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლემ დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ყველაზე ორიგინალური ნაშრომისთვის სიგელი დაიმსახურა.


„მე-8 ე კლასის (დამრიგებელი ნატალია ქუთათელაძე) მოსწავლე ანა ბაღდავაძეს, გარდა იმისა, რომ კარგად სწავლობს, უყვარს მათემატიკა, ლიტერატურა, მუსიკა (სასწავლებელს ფორტეპიანოს განხრით წელს ამთავრებს), სხვა მრავალმხრივი ინტერესებიც აქვს.

ახლახან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და გეოგრაფიის სექტორში წარდგენილმა მისმა თემამ „დედამიწის ფლორა, ფაუნა და მისი პრობლემები“ ყველაზე ორიგინალური ნაშრომისთვის სიგელი დაიმსახურა. ვულოცავთ ანას და გეოგრაფიის მასწავლებელ თამარ გაბელიას ამ ჯილდოს და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203