ზესტაფონის N5 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა
09-06-2021

ზესტაფონის N5 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა. პედაგოგებმა - გულო გამყრელიძემ, მაკა კიკნაველიძემ და ელზა ზიბზიბაძემ თავიანთი მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობაში ჩართეს. პროექტი მიზნად ისახავდა პარალელური კლასის მოსწავლეებს შორის თანამშრომლობითი და მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და განმტკიცებას.

„1 ივნისს სკოლის ღია სივრცეში მოეწყო კინოჩვენება. მომდევნო დღეებში კი ჯგუფები ქალაქის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ეწვივნენ. სამუზეუმო ექსპონატებისა და არტეფაქტების დათვალიერებით ბავშვებმა შეიტყვეს ცნობები საკუთარი მხარის, ზესტაფონის რაიონის, ისტორიული წარსულის შესახებ. 

საბავშვო კვირეულის დასასრულს კი  სპორტული თამაშობები მოეწყო. აქტივობები გათვლილი იყო სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის.

სპორტული ღონისძიების დასასრულს პედაგოგებმა ყველა მონაწილეს სამახსოვრო დიპლომები გადასცეს“, - გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203