ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე მარიტა მახარაძემ სახვითი ხელოვნების კონკურსში II ადგილი დაიკავა
09-06-2021

ილია ჭავჭავაძის სახელობის ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე მარიტა მახარაძემ სახვითი ხელოვნების კონკურსში II ადგილი დაიკავა. სახვითი ხელოვნების კონკურსი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

„კონკურსში მონაწილეობდა აჭარის ტერიტორიაზე არსებული საჯარო და კერძო სკოლების 184 მოსწავლე.

კონკურსი ჩატარდა ორ კატეგორიაში - V-VI კლასებისა და VII-IX კლასების მოსწავლეთა შორის.

V-VI კლასების მოსწავლეებს დასახატად მიეცათ თემა: „ჩემი საყვარელი ზღაპარი“, ხოლო VII-IX კლასების მოსწავლეებს - „კოვიდი“.

კომისიამ შეარჩია 22 საუკეთესო ნამუშევარი, მათ შორის საპრიზო ადგილი მიენიჭა: V-VI კლასების მოსწავლეთა სამ ნამუშევარს და VII-IX კლასების მოსწავლთა სამ ნამუშევარს.

V-VI კლასების კატეგორია:

  1. სსიპ ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე მაკა რამიშვილი - I ადგილი;
  2. სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე მარიტა მახარაძე - II ადგილი;
  3. შპს განათლების მე-6 კლასის მოსწავლე მაგდა ზოსიძე - III ადგილი.

VII-IX კლასების კატეგორია:

  1. სსიპ ქალაქ ბათუმის N10 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ნატა ტყაბლაძე - I ადგილი;
  2. სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის N1 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე ლუკა ქვილორია - II ადგილი;
  3. სსიპ ქალაქ ბათუმის N20 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე ნია მელაძე, III ადგილი.

საუკეთესო ნამუშევრების ავტორებს გადაეცემათ სიგელები, ხოლო საპრიზო ადგილზე გასულებს დიპლომები და ფასიანი საჩუქრები“, - აღნიშნულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203