არხილოსკალოს საჯარო სკოლის მოსწავლეები - მარიამ ბედოიძე და ნიკუშა ქავთარაძე ოქროს მედლის კანდიდატები არიან
09-06-2021

დედოფლსიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლა მეთორმეტეკლასელებმა წარმატებით დაამთავრეს. მათგან მარიამ ბედოიძე და ნიკუშა ქავთარაძე ოქროს მედლის კანდიდატები არიან. 

„გილოცავთ ბავშვებო...მომავალშიც სულ წარმატებები გქონოდეთ. თქვენი სკოლა ყოველთვის იამაყებს თქვენი წარმატებებით!“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

მოსწავლეთა I კლასის დამრიგებელი - მანანა ბურკაძე გახლავთ, XII კლასის დამრიგებელი - კი ლია აფციაურია.

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203