ზედა ვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა არქეოლოგიური მუზეუმი მოინახულეს
09-06-2021

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ვანის საჯარო სკოლაში მუდამ ზრუნავენ მოსწავლეთა სწავლის ხარისხის გაუმჯობესებასა და მათი მოტივაციის ამაღლებაზე.

სკოლის პედაგოგები ძალისხმევას არ იშურებენ ბავშვებს სასწავლო მასალა საინტერესოდ მიაწოდონ. გარდა საგაკვეთილო პროცესისა, ხშირად ანებივრებენ გასვლითი აქტივობებითაც.

ვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ამჯერად, ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიურ მუზეუმი მოინახულეს და მშობლიურ მუზეუმში დაცულ უნიკალურ მასალებს გაეცნენ.

გარე აქტივობა, მოსწავლეებისთვის საინტერესო, შემეცნებითი და დასამახსოვრებელი გამოდგა. მათ ბევრი ახალი ინფორმაცია მიიღეს მუზეუმში სტუმრობით.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203