როგორ შევისწავლეთ წილადები და როგორ შევძლებთ გამოყენებას პრაქტიკაში - მათემატიკის სწავლების წლიური შეჯამება ზედა ჭალოვანის საჯარო სკოლაში
09-06-2021

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ჭალოვანის საჯარო სკოლაში სწავლების ხარისხი რომ მაღალია, ამას მოსწავლეთა შედეგებიც მოწმობს.

სწორედ ამის ერთ-ერთ სადემონსტრაციო მორიგ აქტივობაზე გიამბობთ დღეს. სკოლაში მათემატიკის სწავლების წლიური შეჯამება მოეწყო თემაზე: როგორ შევისწავლეთ წილადები და როგორ შევძლებთ მის გამოყენებას პრაქტიკაში. 

აქტივობის ორგანიზატორი იყო მათემატიკის პედაგოგი ნინო კეკენაძე. ღონისძიება ვიქტორინის სახით წარიმართა, სადაც გამოყენებული იყო საინფორმაციო ტექნოლოგიები, დაწყებითის პედაგოგის, ნათია იაკობიძის დახმარებით.

ღონისძიება მოსწავლეებისთვის საინტერესო და სასარგებლო გამოდგა. მათ საკუთარი ცოდნის წარმოჩენის საშუალება მიეცათ და სიგელებითაც დაჯილდოვდნენ, რამაც მათი მოტივაცია კიდევ უფრო გაზარდა. 

„მადლობა თქვენ. მეამაყებით, ჩემო პედაგოგებო. ჩვენ ერთი ძლიერი გუნდი ვართ. წარმატებები“ - მიმართავს სკოლის დირექტორი მარინა ხვედელიძე სკოლის მასწავლებლებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203