წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს საინტერესო ონლაინ ლექცია-სემინარი ჩატარდა
09-06-2021

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის აღნიშნავენ და ღონისძიებებში მოსწავლეებიც აქტიურად ერთვებიან. სკოლაში შექმნილია გარემო, სადაც დირექტორი და მასწავლებლები, მოსწავლეებს დასამახსოვრებელი დღეებით ხშირად ანებივრებენ.

სკოლაში ამჯერად, გარემოს დაცვის მსოფლიო დღე აღნიშნეს. სკოლის დირექტორის ფაქიზო ფანჩულიძის, სკოლის ეკო-კლუბ „ნიამორის“ მეურვის, პროფესორ ნატალია მანდარიას ინიციატივითა და სკოლის ეკო-კლუბის ლიდერის, XI-ა კლასის მოსწავლის, ანი ხურცილავას ორგანიზებით, სკოლის  ეკო-კლუბის წევრებსა და სკოლის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის პედაგოგებს, ონლაინ ლექცია-სემინარი ჩაუტარა იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის „სპექტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთევან  ცხაკაიამ.

ლექციის შემდეგ, საინტერესო დისკუსია გაიმართა და გარემოსდაცვითი მიმართულებით მომავალი შეხვედრები დაიგეგმა.

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა  ქალბატონ  ქეთევანს  საინტერესო საუბრისთვის მადლობას უხდის. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203