.png)
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბელაშვილების საჯარო სკოლა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელებულ ინოვაციურ პროექტებში აქტიურად ერთვება.
ერთ-ერთი ასეთია eTwinning, რომლის ფარგლებშიც ხაბელაშვილების საჯარო სკოლის მასწავლებლები საინტერესო აქტივობებს პორტალზე აზიარებენ. ამჯერად, სკოლაში ოკეანის საერთაშორისო დღე აღნიშნეს და პროექტი „ჩემი თვალით დანახული გარემო“ პორტალზე ატვირთეს.
ხაბელაშვილების საჯარო სკოლის რუსული ენის მასწავლებლის, სოფიკო ბრეგვაძის ცნობით, აქტივობის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მოსწავლეებმა ნახეს მოკლე შემეცნებითი ვიდეოები, შემდეგ იმსჯელეს წამოჭრილ საკითხებზე. აგრეთვე წარმოადგინეს პრეზენტაციები.
შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებმა ამოხსნეს კროსვორდები. აქტივობაში მონაწილეობდნენ ხაბელაშვილების, ხატისოფლისა და ჟინვალის სკოლების მოსწავლეები.
იხილეთ ფოტოები: