
გურამ ჭილაშვილის სახელობის გურჯაანის N4 საჯარო სკოლის გუნდმა ინტელექტუალურ თამაშში წარმატებას მიაღწია.
სკოლა მოსწავლეთა წარმატებით ამაყობს.
„გაიმართა ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ XVI სასკოლო სერია, რომელშიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები მონაწილეობდნენ. ფინალური შეხვედრის შედეგები შემდეგია:
17 (8+9) - გურჯაანის N4 საჯარო სკოლა სკოლა, „1121“ (გამარჯვებული/პირველი ადგილი)“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.