წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცე „ლოგოსი“ მოეწყო
09-06-2021

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლა მუდამ ზრუნავს სწავლის ხარისხის ამაღლებასა და გაუმჯობესებაზე. ამ მიზნის მისაღწევად კი, საგაკვეთილო პროცესთან ერთად, სკოლის დირექტორი და პედაგოგები, მოსწავლეებს დამატებით საშუალებებითაც ხშირად ანებივრებენ.

სწორედ ერთ-ერთი ასეთი ინიციატივაა სკოლაში კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცის „ლოგოსი“ მოწყობა. სარემონტო სამუშაოები უკვე დასრულებულია, ახლა მისი ტექნიკური აღჭურვა და  დეკორაციების მოწყობა მიმდინარეობს.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალი სასწავლო წლიდან, წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის  კულუტრულ-საგანმანათლებლო ცენტრში მოეწყობა ფილმების ჩვენება, გაიმართება სპექტაკლებიც და ბავშვები არაფორმალური განათლების სარგებელს სკოლაშივე მიიღებენ. ეს იქნება ადგილი, სადაც პედაგოგების ჩართულობით, მოსწავლეები შემოქმედებითი ნიჭის წარმოჩენას შეძლებენ. 

„სკოლის კეთილმოწყობით საქმიანობაში დირექციასთან ერთად, ჩაბმულია მასწავლებლები და მშობლებიც. ყველას, სასკოლო საზოგადოების წევრებს უხარია, რომ ახალი სასწავლო წლიდან კეთილმოწყობილი სივრცე გვექნება შემოქმედებითი საქმიანობისათვის“ - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

„ლოგოსის“ სცენა წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ელის. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203