„განვითარებისთვის მნიშვნელოვანია მუდმივი სწრაფვა უკეთესობისკენ“ - მარინა გოცირიძე, თლუღის საჯარო სკოლის დირექტორი
რასთან ასოცირდება სასწავლო წლის დასრულება? რას ნიშნავს ძლიერი სკოლა? რა არის მოსწავლისთვის სამაგალითო? რა ახსენდება გამორჩეულად? - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღის საჯარო სკოლის დირექტორის - მარინა გოცირიძის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:
- სასწავლო წლის დასრულება... - ყოველთვის ემოციურია და დატვირთულია იმ განცდით, თუ რამდენად ნაყოფიერად გაიარა საწავლო წელმა.
- ძლიერი სკოლა ნიშნავს. . . - უპირველეს ყოვლისა უსაფრთხო გარემოში სწავლისა და სწავლების მაღალ ხარისხს, წარმატებული თაობების აღზრდას.
- გამორჩეულად მახსენდება...- სკოლის განვითარებისთვის დაწერილი პროექტების „ილია ჭავჭავაძე“ და „გიორგი ნიკოლაძე“ გამარჯვება, გრანტის მოგება და გაუმჯობესებული სასკოლო გარემო.
- ოჯახის მხარდაჭერა საჭიროა. . . - ბავშვის სწორად განვითარებისთვის, ცხოვრების მიმართულებისა და ცხოვრების წესის სწორად შერჩევისთვის.
- მოსწავლისთვის სამაგალითოა. . . - ერუდირებული, განათლებული, ინტელექტუალური, კომუნიკაბელური, საინტერესო ადამიანი.
- დირექტორის მოტივაციაა. . . - დაუღალავი შრომით მიღებული წარმატებული შედეგი.
- განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. . . - მუდმივი სწრაფვა უკეთესობისკენ.