
„ერთი საინტერესო და დაუვიწყარი დღე სკოლის ცხოვრებაში“, - ასე ახასიათებს რუსთავის N21 საჯარო სკოლის წარმომადგენელი ინტელექტუალური თამაშის - „რა,სად,როდის?“ დღეს. წელს აღნიშნული თამაში გასხვავებულ ფორმატში ჩატარდა.
„სიხარულითა და წარმატების მოლოდინით რამდენიმე ათეულმა მოსწავლემ გამოთქვა მონაწილეობის სურვილი. წინასწარ დაანონსებულ დროს, სხვადასხვა კლასებისთვის „თიმსში“ ჩატვირთული კითხვებზე პასუხების გაცემა მოუხდათ მოსწავლეებს. მონაწილეობდენენ V-VI, VII-XI კლასების მოსწავლეები.
სასიხარულოა, რომ პანდემიის პირობებშიც მიეცათ მოსწავლეებს შესაძლებლობა, თავი გამოეჩინათ თავიანთი ცოდნით“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები