რუსთავის N23 საჯარო სკოლას 4 ოქროს და 2 ვერცხლის მედლის კანდიდატი ჰყავს
09-06-2021
ვაჟა-ფშაველას სახელობის რუსთავის N23 საჯარო სკოლას ოქროსა და ვერცხლის მედალის კანდიდატები ჰყავს. ექვსმა მოსწავლემ სკოლის საშუალო საფეხური წარჩინებით დაასრულა.
ოქროს მედლის კანდიდატები არიან: ნინო სოსელია, მარიამ მოსიაშვილი, მარიამ ღამბარაშვილი და დავით ასანიძე.
ვერცხლის მედლის კანდიდატები კი - საბა გელაშვილი და ნათია ყაჩლავაშვილი.
დირექცია წარჩინებულ კურსდამთავრებულებს შემდგომ წარმატებებს უსურვებს.